Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კელი დეგნანი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს დროულად მიიღოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა


კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში
კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დროულად მიიღოს კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. კიბერუსაფრთხოების პირველი ფორუმის დასრულების შემდეგ ელჩმა მედიასთან განაცხადა, რომ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ქვეყნის შესაძლებლობების განვითარება, კიბერ-ქსელებისა და ინფორმაციის დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არჩევნების კონტექსტში:

„ვფიქრობ, რომ რადგანაც ეს არის მნიშვნელოვანი საარჩევნო წელი, საინფორმაციო უსაფრთხოება არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ოდესმე. ქართველი ამომრჩეველი არჩევნებზე უნდა წავიდეს იმ ცოდნით, რომ მათი ინფორმაცია დაცული იქნება. ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს, მიიღოს და რატიფიციკაცია გაუკეთოს ყოვლისმომცველ კიბერუსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას, შემდგომი დაყოვნების გარეშე. ჩვენ აგრეთვე მოვუწოდებთ საქართველოს, კარგად გამოკვეთოს როლები და პასუხისმგებლობები კიბერსექტორში. ეს დაეხმარება საქართველოს უკეთესად მომზადებაში, შეამციროს მოწყვლადობა და სწრაფად, ეფექტიანად უპასუხოს თავდასხმებს, როცა ასეთი იქნება. დარწმუნებულები ვართ, რომ თავდასხმები კიდევ იქნება, რადგან ჩვენ ყველანი ამის მოწმენი ვართ მთელ მსოფლიოში“, - აღნიშნა კელი დეგნანმა კიბერუსაფრთხოების ფორუმის დასრულების შემდეგ.

საქართველოს კიბერუსაფრთხოების პირველი ფორუმი თბილისში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ორგანიზებითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა. ფორუმი, რომლის ძირითადი მიზანი ეროვნული კიბერუსაფრთხოების გარემოს წინაშე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და პრობლემური საკითხების გადასაჭრელად შესაბამისი გეგმის შემუშავებაა, მთავრობის პრესცენტრის თანახმად, ყოველწლიური გახდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG