Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა გორში


შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელის სიმონ გულედანის ინფორმაციით, გორში დადასტურდა COVID - 19-ით ინფიცირების ორი შემთხვევა.პაციენტები იმყოფებიან COVID-კლინიკაში და მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური გამოკვლევა.

სიმონ გულედანი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან COVID-ინფიცირებულის შესაძლო გაქცევის ფაქტსაც გამოეხმაურა. ის დეტალებზე არ საუბრობს თუმცა აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევის შესახებ მედიიდან შეიტყო. გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ საღამოს ჰოსპიტლიდან პაციენტი გაიქცა, რომელიც სამართალდამცველებმა და ეპიდემიოლოგებმა გარკვეული დროის შემდეგ კვლავ ბოქსირებულ განყოფილებაში დააბრუნეს. როგორც ცნობილია მოქალაქე, რომელსაც COVID-19 დაუდასტურდა, ოჯახის წევრების სანახავად იყო წასული. ჰოსპიტლიდან COVID-ინფიცირებული პაციენტის გაქცევას არც სამხედრო ჰოსპიტალის ადმინისტრაციაში და არც თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევაა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 4664-მდე გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG