ბოლო 24 საათის განმავლობაში, აჭარაში კორონავირუსის 166 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში, აჭარაში 4000-მდე PCR ტესტი ჩატარდა. გამოჯანმრთელდა 20 პაციენტი.
ამ დროისთვის, აჭარაში კლინიკებში მკურნალობს 484 კოვიდ-პაციენტი. მათგან, 40 არასრულწლოვანი, 14 კი ორსულია. რეანიმაციაში იმყოფება 17 პაციენტი.
კოვიდ-სასტუმროში სამედიცინო მეთვალყურეობას გადის 902 უსიმპტომო პაციენტი, მათგან 72 არასრულწლოვანია.
ბინაზე მკურნალობს 350-ზე მეტი კოვიდ-დადებითი პაციენტი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობითვე, რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობაში ჩართულია რვა კლინიკა, სადაც საერთო ჯამში 600 საწოლია მობილიზებული.
კოვიდ-დადებითი მსუბუქი პაციენტებისთვის, რეგიონში გამოყოფილია 6 საკარანტინე სივრცე.
დაწერეთ კომენტარი