Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულ ენაზე გამოიცა 65 აფხაზი ავტორის პოეზიის ანთოლოგია


ქართულ ენაზე გამოიცა 65 აფხაზი ავტორის "აფხაზური პოეზიის ანთოლოგია". ლექსები და პოემები, აფხაზური ლიტერატურის მკვლევარმა და პოეტმა, ნიკა ბაძაღუამ თარგმნა.

ანთოლოგიის გამომცემელ-რედაქტორის, ზაურ ნაჭყებიას თქმით, აფხაზური პოეზიის ნიმუშები გასული საუკუნის 20-30 წლებიდან გახდა მკითხველისთვის ხელმისაწვდომი.

"აფხაზური პოეზიის ანთოლოგია" ორგანიზაცია ჰოლანდიაში დაფუძნებული ორგანიზაციის World of Diaspora-ს დაფინანსებით გამოიცა.

ორგანიზაციის თანადამფუძნებლის, ლალი ბუთბაიას თქმით, ეს ანთოლოგია ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენისთვის წინ გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს:

"აფხაზური პოეზიის ანთოლოგიის" წარდგენა, ნიდერლანდის სამეფოში, შემოდგომაზე იგეგმებოდა, თუმცა covid-19-ის პანდემიის გამო, გეგმები შეიცვალა. ვიმედოვნებთ, წიგნის პრეზენტაცია ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველებისა და აფხაზებისთვის, გაზაფხულზე გაიმართება“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG