Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში დააპატიმრეს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გაგიკ წარუკიანი


ერევნის საერთო საქმეების სასამართლომ 26 სექტებერს დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ორი თვით წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა სომხეთის ოპოზიციური პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერს, პარლამენტის წევრ, გაგიკ წარუკიანს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს აცნობა განსასჯელის ადვოკატმა, სამველ დილბანდიანმა.

გავრცელებული ცნობით თავად გაგიკ წარუკიანი სასამართლო სხდომაზე არ იმყოფებოდა.

სომეხმა პოლიტიკოსმა და ბიზნესმენმა, რომელიც დაპატიმრების გადაწყვეტილების შემდეგ უშიშროების სამინისტროს შენობაში თავის ფეხით გამოცხადდა, მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა და აღნიშნა, რომ მისი ადვოკატი გაასაჩივრებს სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას.

ივნისში სომხეთის პარლამენტმა წარუკიანს იმუნიტეტი გაუუქმა და გზა გაუხსნა მის გასამართლებასა და დაპატიმრებას.

მდიდარი ბიზნესმენი წარუკიანი სათავეში უდგას პარტია „აყვავებულ სომხეთს“, ეროვნულ ასამბლეაში ყველაზე დიდ ოპოზიციურ ფრაქციას, რომელსაც 132-ადგილიან პარლამენტში 25 მანდატი აქვს.

წარუკიანს ბრალად ედება ხმების ყიდვა 2017 წლის საყოველთაო არჩევნებში. თავად წარუკიანი და მისი პოლიტიკური გუნდის წევრები ამ ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG