Accessibility links

ამირან გამყრელიძე კარანტინში გარდაცვლილ მამაკაცზე: მე ახლა დეტალებზე საუბარი არ შემიძლია


საკარანტინე სივრცე სადაც გარდაცვლილი კაცი იპოვეს

„საკარანტინო სივრცეში გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ჩამოსული იყო ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან. მე ახლა დეტალებზე საუბარი არ შემიძლია“ - ეს განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კახეთში ყოფნის დროს გააკეთა, თუმცა მას ამჟამად არ აქვს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა გახდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი.

გამყრელიძისთვის არც ის არის ცნობილი, ჰქონდა თუ არა ახალგაზრდას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რაიმე სახის პრობლემა.

ამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე

ერთ-ერთი ვერსიით, საკარანტინო სივრცეში გარდაცვლილი მამაკაცი მეტადონის პროგრამაში იყო ჩართული, თუმცა ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მამაკაცს ამის შესახებ სასტუმროში შესვლის დროს არაფერი უთქვამს.

მამაკაცი, რომელიც თელავში, საკარანტინო სივრცეში, გარდაიცვალა, საფრანგეთიდან ჩამოვიდა 24 სექტემბერს. ის დღეს გარდაცვლილი ნახა სასტუმროს პერსონალმა და ადგილზე გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

გვამი გადაასვენეს გურჯაანის სასამართლოს ექსპერტიზის ბიუროში. მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ამ დრომდე უცნობია, რა გახდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG