Accessibility links

დონალდ ტრამპი აპირებს კონსერვატორი ემი კონი ბარეტი წარადგინოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე


დონალდ ტრამპი აპირებს კონსერვატორი ემი კონი ბარეტი წარადგინოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე

მედიის ცნობით, თავის გადაწყვეტილებას ტრამპი 26 სექტემბერს გამოაცხადებს.

დონალდ ტრამპმა და სენატის რესპუბლიკური უმრავლესობამ პირობა დადეს, რომ მალე მოუძებნიან შემცვლელს ლიბერალ მოსამართლე, ლეგენდარულ რუთ გინზბურგს, რომელიც 18 სექტებერს გარდაიცვალა 87 წლის ასაკში.

მისი გარდაცვალება რესპუბლიკელებს აძლევს შანსს, რომ 3 ნოემბრის არჩევნებამდე ექვსამდე გაზარდონ კონსერვატორ მოსამართლეთა რაოდენობა უზენაეს სასამართლოში, სადაც ამჟამად სამი დემოკრატი მოსამართლეა.

დემოკრატთა ბანაკი და პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯო ბაიდენი, მიიჩნევენ, რომ უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლის არჩევა პრეზიდენტის არჩევნების დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს.

აშშ-ში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს უვადოდ ირჩევენ და ისინი გადაწყვეტილებას ღებულობენ ყველაზე პოლიტიკურად მგრძნობიარე საკითხებზე როგორიცაა აბორტი, იმიგრაცია, სამოქალაქო უფლებები და იარაღის ფლობის უფლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG