Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსი დასავლეთს ადანაშაულებს "ქაოსის და ანარქიის" დათესვაში


ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვლადიმირ მაკეი
ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვლადიმირ მაკეი

ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვლადიმირ მაკეიმ დასავლეთის სახელმწიფოებს ბრალი დასდო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში, "ქაოსის და ანარქიის" დათესვის მიზნით - იმ ფონზე, როცა ქვეყანაში უკვე რამდენიმე კვირაა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს გასულ თვეში ჩატარებული, კამათის საგნად ქცეული არჩევნების შემდეგ.

"ვხედავთ ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობებს" - უთხრა მაკეიმ გაეროს გენერალურ ასამბლეას 26 სექტემბრის ვიდეომიმართვაში. "ჩვენს შიდა საქმეებში ჩარევას, სანქციები და ბელარუსისთვის დაწესებულ სხვა შეზღუდვებს საპირისპირო შედეგი ექნება, და ისინი ზიანის მომტანია აბსოლუტურად ყველასათვის" - დასძინა მან.

გავრცელებული მოლოდინით, აშშ, ევროკავშირი, ბრიტანეთი და კანადა მალე ბელარუსს სანქციებს დაუწესებენ იმ ძალადობრივი ზეწოლისთვის, რომელსაც ქვეყანა დემონსტრანტებზე მიმართავს. აქციები მოჰყვა 9 აგვისტოს ჩატარებულ არჩევნებს, რომლებსაც ბევრი გაყალბებულად მიიჩნევს და რომლის შედეგადაც ალექსანდრ ლუკაშენკა მეექვსე ვადით გახდა პრეზიდენტი.

ქუჩიდან და დასავლეთიდან მომდინარე, მზარდი ზეწოლის შედეგად ლუკაშენკა ცდილობს მეზობელ რუსეთს დაეყრდნოს პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერისთვის.

ლუკაშენკა ხელისუფლებაში 1994 წლიდანაა. 23 სექტემბერს მისი ინაუგურაცია გასაიდუმლოებული ცერემონიით გაიმართა, რამაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და აშშ-ს უბიძგა განცხადებების გავრცელებისკენ, რომ არ სცნობენ ლუკაშენკას ლეგიტიმურობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG