Accessibility links

ბელარუსში პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და შოკური მოქმედების ყუმბარები გამოიყენა საპროტესტო აქციის დასაშლელად


ბელარუსიის პოლიციამ მოქალაქეები დააპატიმრა და ცრემლმდენი გაზი და შოკური მოქმედების ყუმბარები გამოიყენა 27 სექტემბრის აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებიც ალექსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ გაიმართა. 27 სექტემბერი ქვეყანაში მიმდინარე დემონსტრაციების 50-ე დღე იყო.

უსაფრთხოების ძალებმა, რომლებსაც სპეცრაზმელების ფორმები ეცვათ და ნიღბები ეკეთათ, ქალაქ გომელში დემონსტრანტებზე იერიში მიიტანეს ცრემლმდენი გაზით და ჰაერში გაისროლეს შოკური მოქმედების ყუმბარები. პოლიციელებმა აქცია დაშალეს და მონაწილეები დააპატიმრეს. დემონსტრანტები სკანდირებდნენ სიტყვებს "ფაშისტი" და "სირცხვილია". ოპოზიცია მოითხოვს გადადგეს ლუკაშენკა, რომელიც თავს გამარჯვებულად აცხადებს ქვეყანაში გასულ თვეში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში.

დემონსტრანტები დააკავეს ქალაქ გროდნოშიც, სადაც უსაფრთხოების ძალებმა ასევე ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ. ქალაქ მოგილევში რამდენიმე ათეულ დემონსტრანტზე შოკური მოქმედების ყუმბარებით მიიტანეს იერიში. თვითმხილველების განცხადებით, უსაფრთხოების ძალები დემონსტრანტებს ხელკეტებით სცემდნენ და ისინი მიკროავტობუსით წაიყვანეს.

მინსკში 100,000-მდე მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა აქციებში, მათ ხელში ეჭირათ წითელი და თეთრი შეფერილობის ოპოზიციის დროშები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ქვეყნის მასშტაბით დააკავა "200-მდე მოქალაქე".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG