Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოზურგეთის სკოლები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა


ოზურგეთის 44 საჯარო სკოლა სწავლების დისტაციურ რეჟიმზე მას შემდეგ გადავიდა რაც, გასულ 24 საათში გურიაში კორონავირუსის 16 შემთხვევა გამოვლინდა.

სახელმწიფო რწმუნებულის ზურაბ ნასარაიას ინფორმაციით, ინფიცირებულთა უმეტესობა კომპანია „აჭარა ტექსტილის“ თანამშერომელია, მისი სიტყვებით ადგილზე მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევები.

„16 დადასტურებული შემთხვევიდან 13 „აჭარა ტექსტილს“ უკავშირდება და ამ ფაბრიკის თანამშრომლები არიან. ყველა მათგანი უკვე შესაბამის კლინიკაში გადის მკურნალობის კურსს. ისინი ,ვისაც არ აქვს დადასტურებული კოვიდ 19, მაგრამ დასაქმებულია „აჭარა ტექსტილში“, გადაყვანილები არიან აჭარის საკარანტინო სივრცეში და მათზე დაკვირვება გრძელდება“, - განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.

რომლის განმარტებით, მომატებული რისკის გამო ოზურგეთის ყველა სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

ჩოხატაურსა და ლანჩხუთში სასწავლო პროცესი სკოლის შენობაში გაგრძელდება.

დღეს დილით საქართველოში დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 298 ახალი შემთხვევა და 3 პაციენტის გარდაცვალება.

ბოლო 24 საათში საქართველოში განიკურნა კორონავირუსით ინფიცირებული 148 პაციენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG