Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსით დღეს მე-4 პაციენტი გარდაიცვალა


საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 32-მდე გაიზარდა.

ინფორმაცია ამის შესახებ ცოტა ხნის წინ აისახა ოფიციალურ საიტზე STOP.COV.Ge-ზე.

გარდაცვლილი 57 წლის მამაკაცია და არსებული ინფორმაციით, მას თანმდევი დაავადებები ჰქონდა. გარდაცვლილი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

20-28 სექტემბერს საქართველოში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტი.

COVID-19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა 4 აპრილს დადასტურდა. აპრილსა და მაისში 6-6 ლეტალური შედეგი იყო. მას შემდეგ, ერთ თვეში გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სექტემბერში ფიქსირდება, ინფიცირების შემთხვევების მკვეთრად მატებასთან ერთად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG