Accessibility links

წნორის მოხუცებულთა თავშესაფარის 70 წლამდე მობინადრეს კორონავირუსი დაუდგინდა


სიღნაღის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ მოსულიშვილმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ წნორის მოხუცებულთა თავშესაფარში გეგმური შემოწმების შედეგად მობინადრეს, რემელიც 70 წლამდეა, დაუდასტურდა კორონავირუსი. მოსულიშვილის ინფორმაციით, მას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი არანაირი ნიშანი არ ჰქონდა. მოხუცის ინფირცირების წყარო უცნობია. ის სამკურნალოდ თბილისში გადაიყვანეს.

წნორის მოხუცებულთა თავშესაფარში სულ 22 ბენეფიციარია, თუმცა სიღნაღის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ COVID 19 მხოლოდ ერთს დაუდასტურდა. ამჟამად მოხუცებულთა თავშესაფარში კარანტინია გამოცხადებული.

სიღნაღში კორონავირუსის სულ 5, ხოლო მთლიანად კახეთში 65 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან ყველაზე მეტი, 18 შემთხვევაა ლაგოდეხში.

15 სექტემბერს კორონავირუსი დაუდგინდა ბათუმის მოხუცთა თავშესაფრის 5 მობინადრესაც. იმავე დღეს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა შესაბამის უწყებებს მოუწოდება განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში მყოფი პირების ჯანმრთელობის უფლების დაცვაზე, გააძლიერონ რისკების პრევენციისკენ მიმართული ღონისძიებები და თვალი მიადევნონ შესაბამისი რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG