Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოქალაქეს კომენდანტის საათის დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმა გაუუქმდა


მოქალაქეს, რომელსაც გადაუდებელი საჭიროების გამო საგანგებო მდგომარეობის დროს კომენდანტის საათის დარღვევა მოუწია, 3 000-ლარიანი ჯარიმა გაუუქმდა. მის უფლებებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა, ინფორმაციაც ამ ორგანიზაციამ გაავრცელა.

"ვ.წ-ს მიერ საგანგებო მდგომარეობის პირობების, კერძოდ - კომენდანტის საათის დარღვევა, გამოწვეული იყო გადაუდებელი აუცილებლობით, რაც უკავშირდებოდა მცირეწლოვანი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

მათივე ინფორმაციით, 3 000- ლარიანი ქვითარი ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროს ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გაასაჩივრეს, დაგვიანებული პასუხისთვის კი სასამართლო დავაც დაიწყეს. ადამიანის უფლებათა ცენტრი აღნიშნავს, რომ შსს-ს წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე მათი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებისა და ჯარიმის გაუქმების შესახებ დადგენილება მიიტანა.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 2 თვის განმავლობაში მოქმედებდა. მართლმადიდებლური აღდგომის დროს კი ქვეყანაში კომენდანტის საათი დაწესდა. ყველა პირი, ვინც ამ დროს 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ქუჩაში გავიდოდა, პოლიცია 3 000-ლარიან ჯარიმას უწერდა. მათ სპეციალური საშვი უნდა აეღოთ ცხელი ხაზის, 144-ის საშუალებით, რომელზე დაკავშირებაც ჭირდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG