Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით მე-10 პაციენტი გარდაიცვალა


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის კორონავირუსგან დაცვის ოპერატიული შტაბის ცნობით, 28 სექტემბერს გუდაუთის ჰოსპიტალში გარდაიცავალა 58 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტი, რომელიც კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 9 სექტემბერს მოათავსეს ჰაერის მწვავე უკმარისობით, რაც განვითარებული იყო ორმხრივი პნევმონიისა და ფილტვების მნიშვნელოვანი დაზიანების ფონზე.

„[გარდაცვლილი] მანამდე შინ მკურნალობდა, დამოუკიდებლად. მდგომარეობის გაუარესების გამო მოათავსეს კლინიკაში, 20 სექტემბრიდან პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა. ყველა საჭირო ღონისძიების მიუხედავად პაციენტი 28 სექტემბერს გარდაიცვალა გულ-ფილტვის მწვავე უკმარისობით. მამაკაცს ღვიძლის გარდა და სხვა მძიმე დაავადებებიც ჰქონდა“, - ნათქვამია შტაბის ინფორმაციაში.

შტაბისვე ინფორმაციით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში გასულ 24 საათში კორონავურსზე ტესტირება ჩაუტარდა 96 ადამიანს და 20 მათგანს კორონავირუსი დაუდასტუდა.

მათვე ცნობით, ამჟამად გუდაუთის კლინიკაში 114 პაციენტი მკურნალობს მათგან 106 დადასტურებული კოვიდ 19-ის დიაგნოზით. მძიმეა 14 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, 27-ის კი საშუალო სიმძიმის. გაეწერა 9 პაციენტი.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა შეადგენს 1352-ს. გამოჯანმრთელდა 434, გარდაიცვალა 10.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG