Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 1 პაციენტი გარდაიცვალა


საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

მონაცემები დაახლოებით 10:40 საათისთვის განახლდა სამთავრობო საიტზე stopcov.ge.

გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 33-მდე გაიზარდა.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა 4 აპრილს დადასტურდა. აპრილსა და მაისში 6-6 ლეტალური შედეგი იყო. მას შემდეგ, ერთ თვეში გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სექტემბერში ფიქსირდება, ინფიცირების შემთხვევების მკვეთრად მატებასთან ერთად.

20-29 სექტემბერს საქართველოში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 14 პაციენტი. ორი მათგანი ოკუპირებული აფხაზეთიდან იყო. მათ დე ფაქტო ხელისუფლება "საქართველოს ტერიტორიაზე" გარდაცვლილებად თვლის.

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას მის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დადასტურებული აქვს კორონავირუსით 10 ადამიანის გარდაცვალება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG