Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში 270-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი


ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან განიკურნა 270 პაციენტი. ეს პანდემიის დაწყების შემდეგ გამოჯანმრთელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

სულ გამოჯანმრთელებულია 2324.

დღეს დილით საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გარდაიცვალა კიდევ ერთი, 33-ე პაციენტი.

თებერვლიდან საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირდა 5866 ადამიანი.

29 სექტემბრის დილის მონაცემებით:

  • კარანტინის რეჟიმში - 5637;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836;
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 800.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG