Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატი სენატორებთან შეხვედრებს იწყებს


დონალდ ტრამპი და ეიმი კონი ბარეტი.
დონალდ ტრამპი და ეიმი კონი ბარეტი.

აშშ-ის პრეზიდენტის მიერ წამოყენებული უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატი დღეს დაიწყებს სენატორებთან შეხვედრას. რესპუბლიკური პარტია ცდილობს, 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე დაამტკიცოს ის.

ეიმი კონი ბარეტი, რომელიც ამჟამად სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა, სენატის იურიდიული კომიტეტის რამდენიმე წევრს შეხვდება სამშაბათს, სანამ შეხვედრას გამართავდეს კომიტეტის თავმჯდომარესთან, რესპუბლიკელ სენატორ ლინდსი გრემთან. გრემმა სენატში მოსმენა 12 ოქტომბრისთვის დანიშნა. როგორც მოსალოდნელია, მოსმენის პროცესში ბარეტს შეკითხებს დაუსვამენ სამართლის საკითხებში მისი ფილოსოფიისა და კანონისადმი მიდგომის შესახებ.

კენჭისყრა სენატში, სადაც რესპუბლიკელებს 53-47 უმრავლესობა აქვთ, შეიძლება თვის ბოლომდე გაიმართოს.

დემოკრატები ეწინააღმდეგებიან რესპუბლიკელების სურვილს, არჩევნებამდე მოხდეს უზენაესი სასამართლოს ვაკანტური ადგილის დაკავება. მათი თქმით, კანდიდატი არჩევნებში გამარჯვებულმა უნდა შეარჩიოს. ზოგი დემოკრატი სენატორი უარს ამბობს ბარეტთან შეხვედრაზე, მაგრამ ზოგი აპირებს ამის გაკეთებას.

ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ დაუგეგმავს ბარეტთან შეხვედრა, მაგრამ აპირებს ამის გაკეთებას.

ტრამპმა ბარეტის კანდიდატურა წამოაყენა მას შემდეგ, რაც 18 სექტემბერს გარდაიცვალა უზენაესი სასამართლოს ლიბერალი მოსამართლე რუთ ბეიდერ გინზბურგი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG