Accessibility links

საქართველოში კორონავირუსით 34-ე პაციენტი გარდაიცვალა


საქართველოში კორონავირუსით დღეს უკვე მეორე, 34-ე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. პაციენტი საჩხერის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა 4 აპრილს დადასტურდა. აპრილსა და მაისში 6-6 ლეტალური შედეგი იყო. მას შემდეგ, ერთ თვეში გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სექტემბერში ფიქსირდება, ინფიცირების შემთხვევების მკვეთრად მატებასთან ერთად. 20-29 სექტემბერს საქართველოში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 15 პაციენტი.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევაა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 5866-მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან განიკურნა 270 პაციენტი. ეს პანდემიის დაწყების შემდეგ გამოჯანმრთელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

სულ გამოჯანმრთელებულია 2324.

თებერვლიდან საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირდა 5866 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG