Accessibility links

"სილქნეტიდან" გათავისუფლებული ოპერატორები კომპანიასთან აქციას მართავენ


სატელეკომუნიკაციო კომპანია "სილქნეტის" გათავისუფლებული თანამშრომლები, "ცხელი ხაზის" ოპერატორები კომპანიის ოფისთან დღეს აქციას მართავენ. როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვასო თედიაშვილი რადიო თავისუფლებას უყვება, კორონავირუსმა არსებული პრობლემების ჩამონათვალი კიდევ უფრო გაზრდა, პრობლემების თქმისა და აქციის დაანონსების შემდეგ კი 50-მდე თანამშრომელი სამსახურიდან გაუშვეს.

"პრობლემები რომ მივწერეთ ერთი კვირით ადრე და დავაანონსეთ, რომ გავიფიცებოდით და აღარ ვაპირებდით იმავე პირობებით მუშაობას, სათითაოდ გვირეკავდნენ და გვეუბნებოდნენ ან რჩებით ხელფასის გაზრდის განხილვის გარეშე და ხმას არ იღებთ, ან მიდიხართ სამსახურიდან. "მგონი, სჯობს, რომ თქვენით წახვიდეთ" - ასეთი ფორმითაც გვითხრეს", - ამბობს თედიაშვილი, რომელიც დასძენს, რომ პრობლემებზე კომპანიის ხელმძღვანელობასთან საუბარი მუდმივად ჰქონდათ, თუმცა უშედეგოდ.

"სილქნეტის" ყოფილი თანამშრომლები კომპანიაში არსებული პრობლემების ჩამონათვალს ავრცელებენ:

  • ბოლო სამ წელში იზრდებოდა სამუშაო დატვირთვა, სერვისები და აბონენტთა რაოდენობა, თუმცა ანაზღაურება - არა;
  • პანდემიის დროს თანამშრომლებს არ ჰქონდათ წვდომა სამუშაო ინვენტარზე და დისტანციურ მუშაობაზე გადასვლის დროს, მათ ნაწილს, პირადი ხარჯებით ტექნიკის ყიდვა მოუწია;
  • სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების წესები არ არის დაცული - კომპანიაში ჩამოინგრა ჭერი და დასაქმებულები შემთხვევით გადაურჩნენ;
  • სამუშაო სივრცე მცირეა და ოპერატორები ვერ ახერხებენ ჯეროვნად შეასრულონ სამუშაოები. კორონავირუსი პანდემიის პირობებში კი თანამშრომლები ერთი და იმავე ყურსასმენებით მუშაობდნენ და არ ხდებოდა სადეზინფექციო ხსნარების დროულად შევსება;
  • კომპანიის თანამშრომლები მუშაობენ კვირაში 6 დღეს (45საათი და არასამუშაო დღეებში უწევდათ მუშაობა სურვილის მიუხედავად) და არ იღებენ კუთვნილ ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას;
  • სამუშაო ინვენტარის მუშაობის პროცესში დაზიანების შემთხვევაში ანაზღაურებიდან ექვითებათ თანამშრომლებს.

კომპანია "სილქნეტი" ინფორმირებულია თანამშრომელთა მიერ დასახელებული პრობლემების შესახებ. ამ საკითხზე რადიო თავისუფლება კომპანიის პასუხს ელოდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG