Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შავშვების სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა


შავშვების სკოლის ორ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის, ნანა ტერმაკოზაშვილის განცხადებით, შესაბამისი სამსახურებისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ ტესტირების საფუძველზე შავშვების საჯარო სკოლის მეორე და მეათე კლასების ორ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

„ამის გამო, დღეს შავშვების სკოლაში სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს. ველოდებით ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურისგან ოფიციალურ რეკომენდაციას, რომლის საფუძველზეც მივმართავთ განათლების სამინისტროს და მათი გადაწყვეტილების შესაბამისად გადავა აღნიშნული სკოლა სწავლების დისტანციურ მოდელზე. პარალელურად, ეპიდემიოლოგები აგრძელებენ ეპიდკვლევებს,“ - განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ქიწნისის გარდა სწავლა 15 სექტემბრიდან საკლასო ოთახებში განახლდა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ 24 სექტემბერს მიღებული გადაყვეტულებით, 1 ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში სწავლას განაახლებენ თბილისის, რუსთავის, ქუთაისის და ზუგდიდის სკოლების I-VI კლასის მოსწავლეები, ხოლო ფოთის და გორის სკოლებში საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან თორმეტივე კლასის მოსწავლეები.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა დადასტურდა, საიდან 9 შიდა ქართლში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG