Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სილქნეტიდან" გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა კომპანიის შენობასთან აქცია გამართეს


სატელეკომუნიკაციო კომპანია "სილქნეტის" ყოფილმა თანამშრომლებმა კომპანიის შენობასთან აქცია გამართეს. მათი თქმით, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და კომპანიაში მუშაობის გაგრძელება უნდათ.

აქციას 20-მდე თანამშრომელი ესწრებოდა. შეკრების ერთ ერთი ორგანიზატორი კომპანიის ყოფილი ოპერატორი, ვასო თედიაშვილია.

იმედი გვაქვს, რომ რეალურად შეაფასებენ პრობლემას და შეაფასებენ რეალურ პრობლემას - დღითიდღე ეცლებათ კადრები. იმედია, დაინახავენ, დაგვირეკავენ, დავსხდებით, დავილაპარაკებთ... მხოლოდ ასეთი გზით [მედიაში მოხვედრით] შევძელით ის, რომ გამოსულიყვნენ კომუნიკაციაზე", - ამბობს თედიაშვილი.

ის ამბობს, რომ სამსახურის დატოვება შეუსრულებელი დაპირებების გამო 50-მდე თანამშრომელს მოუწია.

"სილქნეტის" ყოფილი თანამშრომლები კომპანიაში არსებული პრობლემების ჩამონათვალს ავრცელებენ:

  1. ბოლო სამ წელში იზრდებოდა სამუშაო დატვირთვა, სერვისები და აბონენტთა რაოდენობა, თუმცა ანაზღაურება - არა;
  2. პანდემიის დროს თანამშრომლებს არ ჰქონდათ წვდომა სამუშაო ინვენტარზე და დისტანციურ მუშაობაზე გადასვლის დროს, მათ ნაწილს, პირადი ხარჯებით ტექნიკის ყიდვა მოუწია;
  3. სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების წესები არ არის დაცული - კომპანიაში ჩამოინგრა ჭერი და დასაქმებულები შემთხვევით გადაურჩნენ;
  4. სამუშაო სივრცე მცირეა და ოპერატორები ვერ ახერხებენ ჯეროვნად შეასრულონ სამუშაოები. კორონავირუსი პანდემიის პირობებში კი თანამშრომლები ერთი და იმავე ყურსასმენებით მუშაობდნენ და არ ხდებოდა სადეზინფექციო ხსნარების დროულად შევსება;
  5. კომპანიის თანამშრომლები მუშაობენ კვირაში 6 დღეს (45საათი და არასამუშაო დღეებში უწევდათ მუშაობა სურვილის მიუხედავად) და არ იღებენ კუთვნილ ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას;
  6. სამუშაო ინვენტარის მუშაობის პროცესში დაზიანების შემთხვევაში ანაზღაურებიდან ექვითებათ თანამშრომლებს.

ბოლო რამდენიმე საათია რადიო თავისუფლება ამ საკითხზე "სილქნეტიდან" კომენტარს უშედეგოდ ელოდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG