Accessibility links

თეა წულუკიანი: დღეს ქალი დაცულია, მთავარია ხმა ამოიღოს, იმოქმედოს


საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ დღეს საქართველოში ქალის უფლებები დაცულია. ამის შესახებ მან თავისი 8-წლიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში არაერთი რეფორმა გატარდა, რამაც ქალის უფლბები კანონით დაიცვა. მათ შორის, დასჯადი გახდა იძულებითი ქორწინება, ადევნება.

"დღეს ქალი კანონით არის დაცული ოჯახში და ოჯახს მიღმა. მთავარია, მან ხმა ამოიღოს, მან იმოქმედოს, მისმა გარემოცვამ ძალადობა სპექტაკლად ან ტაბუდ არ აქციოს, რისთვისაც ჩვენ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროკურატურასთან ერთად რამდენიმეთვიანი კამპანია ვაწარმოეთ...​ შემაკავებელმა ორდერებმა შეიძინა რეალური ფუნქცია", - განაცხადა წულუკიანმა.

საქართველოში ყოველწლიურად ოჯახში ძალადობის შედეგად არაერთ ქალს კლავენ. ფემიციდის შედეგად არასრულწლოვნები დედის გარეშე რჩებიან. კლავენ იმ ქალებსაც, რომლებსაც ძალადობის აღსაკვეთად სამართალდამცავებს მიმართეს და შემაკავებელი ორდერები გამოიწერა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG