Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მევენახეების ნაწილმა თელავის სოფელ აკურაში გზა გადაკეტა


თელავის მუნიციპალიტეტი, სოფელი აკურა
თელავის მუნიციპალიტეტი, სოფელი აკურა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში მევენახეების ნაწილმა გზა გადაკეტა. მათი თქმით, ღვინის ქარხანასთან გრძელი რიგებია და მოკრეფილი ყურძნის ჩაბარების პრობლემა აქვთ. აკურაში გზა 15 წუთის განმავლობაში იყო გადაკეტილი. ადგილობრივმა ზვიად მანასაროვმა თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე ტრაქტორი გააჩერა, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ გზა გახსნა და მოძრაობა აღადგინა.

გზაზე მოძრაობის აღდგენის დროს აქციის მონაწილე ნამასაროვი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს.

რთველის საკოორდინაციო შტაბში თქვეს, რომ კონკრეტულ მევენახეს ყურძნის ჩაბარება გურჯაანში „გრუზვინპრომის” ქარხანაში შეეძლო, რაზეც მანასაროვმა უარი განაცხადა და ამის შემდეგ გზა გადაკეტა.

მევენახეებმა ქარხნებთან რიგები და ყურძნის ჩაბარების პრობლემა 16 სექტემბერს სოფელ გავაზშიც გააპროტესტეს. მაშინ აქციის მონაწილეებმა ყურძენზე ფასის მომატებაც მოითხოვეს, თუმცა მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG