Accessibility links

ქარტია მოითხოვს მარნეულში ჟურნალისტებზე თავდასხმის უმოკლეს დროში გამოძიებას


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს მარნეულში ჟურნალისტებზე ძალადობას და მიიჩნევს, რომ მომხდარ ფაქტზე მნიშვნელოვანია სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება, რათა მოხდეს მსგავსი ფაქტების პრევენცია და ჟურნალისტებს მიეცეთ საშუალება უსაფრთხო სამუშაო პირობებში განაგრძონ საქმიანობა.

ქარტია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს მყისიერად გამოიძიონ მომხდარი ფაქტები და მოახდინონ მათზე სათანადო რეაგირება.
აგრეთვე, მოუწოდებს ხელისუფლებას და პოლიტიკურ პარტიებს გაიაზრონ მედიის როლი და არ წაახალისონ ჟურნალისტების მიმართ ძალადობა.

29 სექტემბერს მარნეულში საღამოს მომხდარი დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ისინი ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს. ინციდენტის დროს დაშავდნენ „მთავარი არხის" ჟურნალისტი და ოპერატორი, მათ დაუზიანეს კამერა და მიკროფონი. ასევე, სცემეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფის ოპერატორს, დაუმტვრიეს კამერა. თავს დაესხნენ „ნაციონალური მოძრაობის" წევრსა და პლატფორმა „2020"-ის წარმომადგენელს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულში მომხდარ ინციდენტებზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო - ძალადობა (სსკ-ის 126-ე) და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა (სსკ-ის 154-ე).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG