Accessibility links

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 796 პაციენტი გამოჯანმრთელდა


საქართველოში კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 796 პაციენტი. მონაცემები 11:00 საათისთვის განახლდა სამთავრობო საიტზე stopcov.ge.

გამოჯანმრთელების ასეთი მაღალი მაჩვენებელი დღემდე არ დაფიქსირებულა. განკურნებულთა საერთო რიცხვი 3120-მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 326 შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 6192-მდე გაიზარდა.

დღეს დილით დადასტურდა კიდევ ერთი, 37-ე პაციენტის გარდაცვალება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG