Accessibility links

site logo site logo

დღეს მეორე პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით


საქართველოში კორონავირუსით 38-ე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას სამთავრობო საიტი stopcov.ge ავრცელებს.

აჭარის ა/რ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი - 61 წლის, ქალი, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 30 სექტემბერს, ღამით, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა, დიაგნოზით - კოვიდ 19, ტოტალური პნევმონია, ჭარბი წონა, გულის უკმარისობა,

"პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში მაშინვე გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, თუმცა დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა",- აცხადებენ უწყებაში.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა 4 აპრილს დადასტურდა. აპრილსა და მაისში 6-6 ლეტალური შედეგი იყო. მას შემდეგ, ერთ თვეში გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სექტემბერში ფიქსირდება, ინფიცირების შემთხვევების მკვეთრად მატებასთან ერთად. 20-30 სექტემბერს საქართველოში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 18 პაციენტი.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 326 შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 6192-მდე გაიზარდა.

დღეს დილით დადასტურდა კიდევ ერთი, 37-ე პაციენტის გარდაცვალება.

დილის 11 საათის მონაცემებით. საქართველოში კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 796 პაციენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG