Accessibility links

გიორგი მუმლაძე მარნეულის ინციდენტზე: მტკიცებულებების საფუძველზე 10 კაცი დღესვე შეუძლიათ დააკავონ


გიორგი მუმლაძე

პლატფორმა „2020“-ის წარმომადგენელმა, ილიაუნის სამართლის სკოლის ლექტორმა გიორგი მუმლაძემ რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ განაცხადა, რომ მარნეულის 29 სექტემბრის ინციდენტზე პოლიციას აქვს საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რათა ინციდენტში ძალადობრივი ქმედების გამო მინიმუმ 10 კაცი დაუყოვნებლივ დააკავოს:

„ეს იყო სრულიად ორგანიზებული თავდასხმა და მინდა გითხრათ, რომ დავაფიქსირე ყველა დეტალი და როგორც იურისტი ვამბობ, რომ ამ ეტაპზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს ისეთი მტკიცებულებები, ვიდეომასალა ძირითადად მოწმეთა ჩვენებები, რომ მინიმუმ 10 ადამიანი დღესვე შეუძლია დააკავოს. ყველა ადამიანი არის ამოცნობილი. ვინც ურტყამდნენ, ლეწავდნენ მანქანას. ჩანს ჩემზე თავდასხმის ფაქტიც. ამიტომ მე ველოდები ეხლა სწრაფ რეაგირებას“, - განაცხადა გიორგი მუმლაძემ, რომელსაც ამ ეტაპზე დაზარალებულის სტატუსი მინიჭებული არ აქვს.

29 სექტემბერს მარნეულში ფიზიკურად გაუსწორდნენ პლატფორმა 2020-ის წარმომადგენელს გიორგი მუმლაძეს, „მთავარი არხის“ კორესპონდენტს ჯეიჰუნ მუჰამედალის და ოპერატორს, ასევე პირველი არხის ოპერატორს და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს, გივი ქველაძეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ძალადობის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლებით მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG