Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გავრცელებული ცნობებით, იზოლაციას გადის ყველა, ვინც პუტინთან აპირებს შეხვედრას


რუსეთის ჩინოვნიკებმა და ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც ქვეყნის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან აპირებენ შეხვედრას, მანამდე ორი კვირა კარანტინში უნდა დაჰყონ, კორონავირუსის საფრთხის გამო. ეს წესი მოქმედებს მინისტრებისთვის, ჩინოვნიკებისთვის და მათ მიერ დაჯილდოებული პირებისთვის. ჟურნალისტები, რომლებიც პუტინის მუშაობას აშუქებენ, ცალკე ცხოვრობენ. ამის შესახებ იუწყება გამოცემა "პროექტი".

გამოცემის თანახმად, უკვე ზაფხულიდან, ყველას, ვისაც პუტინთან ერთად მოუწევს ყოფნა, მოსკოვსა და სოჭს შორის ანაწილებენ. ამ პირთა ნაწილს გზავნიან სოჭის პანსიონატ "დაგომისში", კორონავირუსზე ტესტის მოლოდინში. თუკი ტესტის შედეგი უარყოფითია, პირები გადაჰყავთ იქვე ახლოს მდებარე, უფრო კომფორტულ პანსიონატ "რუსში", სადაც მიმდებარე ტერიტორიაზე სეირნობა ნებადართულია.

სახელმწიფოს მეთაურთან კონტაქტის მქონე სხვა პირებს იზოლაციაში გზავნიან სამთავრობო აგარაკების კომპლექსში, მოსკოვში, კოსიგინის ქუჩაზე. კიდევ სხვები კი ვალდებულნი არიან უშუალოდ საპრეზიდენტო რეზიდენციის ტერიტორიაზე იცხოვრონ, ნოვო-ოგარევოში - თუმცა იქ ადგილები მალე შეივსო, იუწყება გამოცემა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ დასავლეთის არც ერთ ქვეყანაში ლიდერები არ იმყოფებიან ფაქტობრივ იზოლაციაში კორონავირუსის გამო. პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა "პროექტის" ჟურნალისტებთან არ ისურვა ამ ცნობებზე საუბარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG