Accessibility links

აშშ-ში შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს რუს ჰაკერ ნიკულინს


ევგენი ნიკულინი, კადრი აღებულია საარქივო ვიდეოდან

აშშ-ში, სან ფრანცისკოს ფედერალური სასამართლოს მოსამართლემ შვიდ წელზე ცოტა მეტი დროით მიუსაჯა პატიმრობა ევგენი ნიკულინს, რომელსაც რუსეთის ჰაკერთა სამყაროს "პუტინად" მოიხსენიებენ, მას შემდეგ, რაც ის დამნაშავედ იქნა ცნობილი ჰაკერული შეტევების განხორციელებაში საინტერნეტო კომპანიებზე, მათ შორის LinkedIn-ზე და DropBox-ზე.

განაჩენი 29 სექტემბერს გამოიტანეს. ვებსაიტი courthousenews.com იუწყება, რომ მოსამართლე უილიამ ასლუპმა ნიკულინს შემდეგი სიტყვებით მიმართა: "ვფიქრობ, შენ ძალიან გონიერი კაცი ხარ. ძალიან ჭკვიანი. მოგიწოდებ ეგ გონება მოახმარო კანონიერ პროფესიას და შენს ცხოვრებაში რაღაც კარგი გააკეთო, და არა კომპიუტერებზე ჰაკერული თავდასხმები".

მოსამართლის განცხადებით, 88-თვიანი სასჯელი გაითვალისწინებს თითქმის ოთხ წელს, რომლებიც ნიკულინმა საპატიმროში დაჰყო სასამართლოს მოლოდინში, ისევე, როგორც კორონავირუსის პანდემიის გავლენას, ენობრივ სირთულეებს და სასამართლო სისტემას, რომელსაც ნიკულინი არ იცნობს. მოსამართლემ ასევე აღნიშნა, რომ ნიკულინს 10 წლის ქალიშვილი ჰყავს რუსეთში, ხოლო მისი დედა შეიძლება მის ნახვას ვეღარ მოესწროს. ნიკულინის ადვოკატის თქმით, ბოლო წლებში ნიკულინის დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა.

ნიკულინისთვის განაჩენის გამოტანით დაიხურა თითქმის ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარე პროცესი, რომელიც დაიწყო მისი მოულოდნელი დაპატიმრებით ჩეხეთის რესპუბლიკაში, 2016 წლის ოქტომბერში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG