Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისი-მარნეულის გზაზე "ქართული ოცნების" საარჩევნო სპეციალისტს სცემეს


​თბილისი-მარნეულის გზაზე "ქართული ოცნების" საარჩევნო სპეციალისტს სცემეს. მმართველი პარტია მათი წარმომადგენლის, თემურ შუბითიძის ცემაში ოპონენტებს ადანაშაულებს.

შემთხვევის ადგილზე უმრავლესობის ლიდერები, მამუკა მდინარაძე და ირაკლი სესიაშვილი ჩავიდნენ. სესიაშვილის თქმით, მათი წარმომადგენელი თბილისი-მარნეულის გზაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას მსუბუქად დაეჯახნენ და შემდეგ მანქანიდან გადმოსულმა სამმა პირმა ის სასტიკად სცემა.

"ის უზრნველყოფს დაკომპლექტებას ჩვენი წარმომადგენლების საუბნო-საარჩევნო კომისიაში და ეს დამთხვევა ვერანაირად ვერ იქნება. როცა მარნეულში ვეღარ გაბედეს პროცოკაციის მოწყობა, ლაჩრულად სცემეს", - განაცხადა მდინარაძემ.

გუშინ მარნეულში რამდენიმე ინციდენტი მოხდა. მარნეულში ფიზიკურად გაუსწორდნენ პლატფორმა 2020-ის წარმომადგენელს გიორგი მუმლაძეს, "მთავარი არხის" კორესპონდენტს, ჯეიჰუნ მუჰამედალის და ოპერატორს, ასევე პირველი არხის ოპერატორს და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს, გივი ქველაძეს. "ნაციონალურმა მოძრაობამ" ძალადობა "ქართულ ოცნებას" დაუკავშირა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG