Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 წლის ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე მამას ბრალდება დაუმძიმდა


პროკურატურამ თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში 11 წლის მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე დაკავებულ მამას ბრალდება დაუმძიმდა. მას ბრალდება არასრულწლოვანი შვილის არაადამიანურ მდგომარეობაში ჩაყენებისა და მეუღლის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფის და დამცირების ფაქტებზე წარედგინა.

პროკურატურის თანახმად ბრალდებული შვილს არაადამიანურად ეპყრობოდა - სისტემატურად ემუქრებოდა მოკვლით, ცემით, სახლის და მისთვის სასურველი ნივთების დაწვით. ასევე, ფ.ა. არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ტელეფონით საუბრისას, საზღვარგარეთ მყოფ მეუღლეს ნ.ა.-ს სისტემატურად ამცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა. ამგვარი მოპყრობის გამო არასრუწლოვანი მუდმივი სტრესის და შიშის ქვეშ იმყოფებოდა, „რის გამოც 2020 წლის 23 აგვისტოს, მან თავის საცხოვრებელი სახლის ეზოში თავი მოიკლა“,- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ფ.ა.-ს დაზუსტებული ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობამდე მიყვანა), 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით), 11 პრიმა, 144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით (პირის არაადამიანურ მდგომარეობაში ჩაყენება, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10 წლამდე თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ფ.ა. 2020 წლის 23 აგვისტოს დააკავეს და მას სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

თერჯოლაში 11 წლის ბავშვი 23 აგვისტოს პოლიციამ ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვა. გამოძიების ოფიციალური ვერსიით, ბავშვი მამამ მიიყვანა თვითმკვლელობამდე, თუმცა, როგორც ოჯახის წევრები ვარაუდობენ, შესაძლოა, მამას 11 წლის შვილი ცემის დროს შემოაკვდა.

ამავე თემაზე: თვითმკვლელობა თუ მკვლელობა - ვინ რა იცოდა 11 წლის ბავშვის შესახებ?

საპატრიარქო დასაშვებად თვლის თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდისთვის წესის აგებას

11 წლის ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის ბრალდებულ მამას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG