Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლექტორის შეურაცხყოფის გამო თსუ-დან სტუდენტი გარიცხეს


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტიდან გარიცხეს ის სტუდენტი, რომელმაც ლექტორს ონლაინ ლექციის მიმდინარეობის დროს შეურაცხყოფა მიაყენა. ეს პირველი შემთხვევაა პანდემიის პირობებში, როცა სტუდენტი ონლაინლექციაზე ლექტორის შეურაცხყოფისთვის გარიცხეს. გადაწყვეტილება საბჭომ გასულ კვირას მიიღო. უნივერსიტეტი პერსონალური მონაცემების დაცვის გამო მათ სახელსა და გვარებს არ ასაჯაროებს.

ვიდეო, სადაც თსუ-ს სალექციო პროცესი იყო აღწერილი ინტერნეტში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. ვიდეოში ისმოდა, რომ მინიმუმ ერთი სტუდენტი ლექტორს დასცინოდა და შეურაცხყოფას აყენებდა. ონლაინლექციის ფრაგმენტიდან ირკვევა, რომ ინციდენტი პირველი კურსის ლექციაზე მოხდა.

"ამასთან, თსუ-მ მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. შსს ამ პირთა იდენტიფიცირების შემდეგ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქმეს შესაბამის მსვლელობას მისცემს. ფაქტის მოკვლევის შემდეგ, თუ ინციდენტის მონაწილე სხვა პირებიც სტუდენტები აღმოჩნდებიან, უნივერსიტეტი დამატებით იმსჯელებს მათ საკითხთან დაკავშირებითაც", - განუცხადეს რადიო თავისუფლებას უნივერსიტეტის პრესსამსახურში.

თსუ-ში სწავლა 14 სექტემბერს ონლაინრეჟიმში დაიწყო. ინციდენტი სწორედ სასწავლო წლის დაწყების შემდეგ მოხდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG