Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორის სამედიცინო ცენტრი დაიხურა - კოვიდინფიცირებულია რენტგენოლოგი


გორის სამედიცინო ცენტრში პაციენტების მიღება შეჩერებულია. ამის მიზეზი სამედიცინო პერსონალის კორონავირუსით ინფიცირებაა.

ჯანდაცვის სამინისტროს რეგიონული წარმომადგენლის, თამარ მელიქიას ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულია რენტგენოლოგი, რომელიც კლინიკაში თბილისიდან დადის. ვირუსის დადასტურების გამო შენობა დაკეტეს და იქ სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.

"covid-19 დაუდასტურდა რენტგენოლოგს, ახალგაზრდა ქალია, ის გორში თბილისიდან დადიოდა. როგორც გაირკვა სხვა სამსახურშიც მუშაობს და სავარაუდოდ, იქიდან დაინფიცირდა. ამჟამად მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა. როგორც ცნობილია დედაქალაქიდან თანამშრომლების ტრანსპორტირება სპეციალულად გამოყოფილი მიკროავტობუსით ხდება. გაირკვევა ვის შეხვდა ამ დღეებში, ვისთან ერთად იმგზავრა, მოხდება მათი გატესტვა და იმ შემთხვევაში, თუ მათი პასუხი არ იქნება დადებითი სამედიცინო ცენტრი უახლოეს პერიოდში აღადგენს ფუნქციონირებას. ეს დამოკიდებული იქნება ნიმუშების პასუხებზე“, - განმარტა თამარ მელიქიამ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 326 შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 6192-მდე გაიზარდა.

დილის 11 საათის მონაცემებით. საქართველოში კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 796 პაციენტი.

გარდაიცვალა 39 კოვიდინფიცირებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG