Accessibility links

FBI-ის ყოფილმა დირექტორმა კომიმ რუსეთის თაობაზე გამოძიება დაიცვა აშშ-ის სენატში


ჯეიმს კომი

გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ყოფილმა დირექტორმა ჯეიმს კომიმ დაიცვა თავისი მუშაობა სააგენტოში მაშინ, როცა რესპუბლიკელები აკრიტიკებენ FBI-ის მიერ ჩატარებულ გამოძიებას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და რუსეთთან დაკავშირებით. 30 სექტემბერს აშშ-ის სენატის იურიდიულ კომიტეტში გაიმართა მოსმენა, რომელზეც არ გამოვლენილა ახალი გარემოებები გამოძიებაზე, რომლის კულმინაცია იყო სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის 2019 წლის მარტის ანგარიში.

მაგრამ ამან საშუალება მისცა სენატის რესპუბლიკურ უმრავლესობას, კვლავ გაეკრიტიკებინა კომი, რომელიც ტრამპმა 2017 წლის მასში მოხსნა.

რესპუბლიკელთა თქმით, FBI-ის გამოძიების მიზანი იყო, ძირი გამოეთხარა ტრამპისთვის.

იუსტიციის სამინისტროს საგანგებო კომისიამ FBI-ის მუშაობაში შეცდომები გამოავლინა, მაგრამ არა პოლიტიკური მიკერძოებულობა.

კომი ტრამპმა ხელისუფლების სათავეში მოსვლიდან ხუთ თვეში გაათავისუფლა. თავად კომი ამტკიცებს, რომ მისი მოხსნის მიზეზი ის იყო, რომ ტრამპი მისგან ითხოვდა, ლმობიერება გამოეჩინა ეროვნული უშიშროების საკითხებში პრეზიდენტის პირველი მრჩევლის, მაიკლ ფინის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებაში, რაზეც კომიმ უარი განაცხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG