Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევიდან 241 აჭარიდანაა


​საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევიდან უმრავლესი, 241 აჭარიდანაა. კრიტიკული მძიმე 35 პაციენტია, მათგან 33 სასუნთქ აპარატზეა მიერთებული. მათგან 9 აფხაზეთიდან არის.

ინფიცირებულთა რიცხვი ასე გადანაწილდა:

  • თბილისი - 62;
  • იმერეთი - 96;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 15;
  • გურია - 7;
  • კახეთი - 2;
  • მცხეთა-მთიანეთი - 3;
  • შიდა ქართლი - 7;
  • სამცხე-ჯავახეთი - 9;
  • იმპორტირებული -6.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 6 640-მდე გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG