Accessibility links

გედევან ფოფხაძე მარნეულის ინციდენტზე: ასეთი კონფლიქტები აწყობს ხელისუფლებას


გედევან ფოფხაძე

პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ აღმასრულებელი მდივანი, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გედევან ფოფხაძე მარნეულის 29 სექტემბრის ინციდენტს არა საზოგადოების, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტების პრობლემად მიიჩნევს. რადიო თავისუფლების გადაცემაში „დილის საუბრები“ მან განაცხადა, რომ არჩევნების წინ მსგავსი ტიპის კონფლიქტები ხელისუფლებას ინტერესებში შედის:

„ესეთი კონფლიქტები აწყობს ხელისუფლებას და რატომ. როცა საარჩევნო პროცესი მიდის კონფლიქტების ფონზე და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე ამომრჩევლის რაღაც ნაწილი ამბობს, რომ კი, ვერ გამიკეთეს საქმე, საავადმყოფოშიც ცუდად მომიარეს, ლარის კურსიც გაიქცა, სამუშაოს გარეშე დავრჩი, ძალიან გაჭირვებული ვარ, მაგრამ მოდი მშვიდობა იყოს ამ ქვეყანაზე და ისევ მივცემ ხელისუფლებას ხმას, ოღონდ არ აირიოს ქვეყანა. ობივატელის რაღაცა ნაწილისთვის კონფორმიზმი არის ჩვეულებრივი მომენტი“, - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ „დილის საუბრებში“.

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქში 29 სექტემბერს ერთმანეთს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ იმ დროს, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საპროტესტო აქციას მართავდნენ.

ამავე დღეს მოგვიანებით მარნეულში ფიზიკურად გაუსწორდნენ პლატფორმა 2020-ის წარმომადგენელს გიორგი მუმლაძეს, „მთავარი არხის“ კორესპონდენტს ჯეიჰუნ მუჰამედალის და ოპერატორს, ასევე პირველი არხის ოპერატორს და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელებს, მამა-შვილ ლაშა და გივი ქველაძეებს.

გამოძიება საქმეებზე ძალადობის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლებით მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG