Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ე.წ. სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთ მოუწოდეს, განსაკუთრებული საჭიროების გარეშე რეგიონს ნუ დატოვებენ


ცხინვალი
ცხინვალი

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დაადასტურეს.

დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, 15 სექტემბრის, ანუ რუსეთთან გაზაფხულზე დაკეტილი „საზღვრის“ გახსნის შემდეგ კორონავირუსის 12 შემთხვევაა. მანამდე, თითქმის 2 თვის განმავლობაში დე ფაქტო მთავრობა აცხადებდა, რომ ინფიცირების შემთხვევები აღარ ფიქსირდება. ოკუპირებულ რეგიონში მაისის დასაწყისიდან სულ 102 შემთხვევა აქვთ აღრიცხული.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო კომიტეტის, „ოსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა მარინა კოჩიევამ ადგილობრივ მცხოვრებთ მოუწოდა, განსაკუთრებული საჭიროების გარეშე რეგიონი არ დატოვონ.

28 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი აქვს თავად მარინა კოჩიევასაც. მისი განცხადებით, ინფიცირების გამო დისტანციური რეჟიმით მუშაობს. რამდენიმე დღით ადრე კორონავირუსი დაუდასტურდა კოჩიევას მოადგილეს, ანა გაგლოევას.

საქართველოს მეორე ოკუპირებული რეგიონის, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას აპრილიდან 30 სექტემბრის ჩათვლით დადასტურებული აქვს კორონავირუსით ინფიცირების 1458 შემთხვევა, მათგან 530 გამოჯანმრთელების და 11 გარდაცვალების. აფხაზეთში ინფიცირების შემთხვევებმა მკვეთრად მოიმატა 1 აგვისტოდან, რუსეთთან „საზღვრის“ გახსნის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG