Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კანონის უზენაესობის“ შესახებ ევროკავშირის ანგარიშში გაკრიტიკებული არიან უნგრეთი, ბულგარეთი და რუმინეთი


ევროკავშირის აღმასრულებელმა შტომ, ევროპის კომისიამ გააკრიტიკა უნგრეთის და პოლონეთის მთავრობები სასამართლო რეფორმები, როგორც „უთანხმოების და სერიოზული შეშფოთების მთავარი წყარო.“

„ევროპის კომისიამ წარმოადგინა შეფასება თავის პირველ ანგარიშში, რომელიც შეეხება კანონის უზენაესობის პრინციპის დარღვევას მთელ ევროკავშირში 30 სექტემბერს, ერთი დღით ადრე, ვიდრე ბრიუსელში დაიწყებოდეს ბლოკის ორდღიანი სამიტი.

ანგარიშში ნათქვამია, რომ უნგრეთი მიეკუთვნება იმ წევრ ქვეყნებს, სადაც „არასწორმა ცვლილებებმა გამოიწვია შეშფოთება სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობაზე რეფორმების ზემოქმედების გამო“, ხოლო „პოლონეთში 2015 წლის შემდეგ გატარებული რეფორმები წინააღმდეგობრიობის მთავარი წყარო იყო“.

ვარშავასა და ბუდაპეშტს არაერთხელ ჰქონდათ დაპირისპირება ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან სასამართლოს სიტემაზე, მედიაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე და სფეროზე სახელმწიფო კონტროლის გაძლიერებისკენ მიმართული ნაბიჯების გამო.

ანგარიშში განხილულია სასამართლოს სისტემა, კორუფციასთან ბრძოლის ფორმები, მედიის თავისუფლება და სხვა.

ანგარიშის ავტორები თვლიან, რომ უნგრეთში მაღალ დონეზე კორუფციის დევნა „ძალიან შეზღუდული რჩება. “ამავე დროს სამთავრობო რეკლამის გავრცელების შესახებ კანონდებლობის და გამჭვირვალობის არარსებობამ მთარობას შესაძლებლობა მისცა, მოახდინოს ირიბი პოლიტიკური ზეგავლენა მედიაზე.“

უნგრეთის იუსტიციის მინისტტმა, იუდიტ ვარგამ ფეისბუკით სწრაფად უარყო ეს ცნობა და მას „მცდარი“ და „უსაფუძვლო“ უწოდა.

ბულგარეთი და რუმინეთი ასევე შედიან იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც გაკრიტიკებული არიან ანგარიშში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაში ნაკლოვანების გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG