Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში პოლიციამ დაიწყო აშშ-ის საელჩოს თანამშრომლის სიკვდილის გარემოებების გამოძიება


აშშ-ის საელჩო კიევში.
აშშ-ის საელჩო კიევში.

კიევში პოლიციამ დაიწყო გამოძიება აშშ-ის საელჩოს თანამშრომლის სიკვდილის თაობაზე. პოლიციის 1 ოქტომბრის განცხადებაში ნათქვამია, რომ გუშინ კიევის შევჩენკოს რაიონში, რკინიგზის ხაზთან მდებარე პარკში, იპოვეს ქალი თავზე ჭრილობით. ის უგონოდ იყო.

ქალი, რომლის ვინაობას არ აცხადებენ, მიიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ის რამდენიმე საათის შემდეგ გარდაიცვალა, ნათქვამია განცხადებაში. მის ჩანთაში აღმოჩენილი საბუთებიდან ირკვევა, რომ ის კიევში აშშ-ის საელჩოში მუშაობდა.

პოლიციის განცხადება შეიცავს ასევე ინფორმაციას შესაძლო ბოროტმოქმედზე. „[თავდამსხმელი] შეიძლება იყოს 30-40 წლის მამაკაცი, 1,90-2 მეტრის სიმაღლის, შავ შორტებში, მუქი ლურჯი სპორტული ფეხსაცმელებით და მაისურით, მუქი თმებით,“ ნათქვამია განცხადებაში.

კიევში აშშ-ის საელჩომ 30 სექტემბერს ტვიტერში განაცხადა, რომ თავდასხმის მსხვერპლია აშშ-ის მოქალაქე.

„მწუხარებით ვიუწყებით კიევში აშშ-ის საელჩოს გუნდის ამერიკელი წევრის სიკვდილის შესახებ. კიევში აშშ-ის საელჩოს ოფიციალური პირები ამჟამად ხელისუფლებასთან თანამშრომლობენ, რათა დაადგინონ სიკვდილის გარემოებები,“ ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG