Accessibility links

კრემლის თანახმად, ნავალნის CIA-ის აგენტები აძლევენ "ინსტრუქციებს"


დმიტრი პესკოვი

კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთის ხელისუფლებას მოეპოვება ინფორმაცია, რომ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთან „მუშაობენ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს სპეციალისტები“, რომლებიც მას „სხვადასხვა ინსტრუქციას“ აძლევენ.

ეს განცხადება მან გააკეთა რადიოსადგურ „კომერსანტ FM“-თან საუბრისას, როცა ლაპარაკობდა ნავალნის მიერ გერმანიის ჟურნალ Spiegel-ისთვის მიცემულ ინტერვიუზე.

როგორც ნავალნიმ განაცხადა ხუთშაბათს გამოქვეყნებულ ინტერვიუში, მას აქვს ეჭვი, რომ მისი მოწამვლა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერაა ორგანიზებული.

პესკოვს ნავალნი არ დაუსახელებია და მას უწოდა „პაციენტი“. „პაციენტი კი არ მუშაობს დასავლეთის სპეცსამსახურებთან, არამედ დასავლეთის სპეცსამსახურები მუშაობენ მასთან“, თქვა მან და დასძინა, რომ თითქოს ნავალნის ინსტრუქციებს აძლევენ არა მხლოდ სპეცსამსახურების წარმომადგენლები, არამედ კიდევ სხვა ადამიანებიც, რომლებიც პესკოვმა „ინსტრუქტორებად“ მოიხსენია.

პესკოვს არ განუმარტავს, რას ეყრდნობა მისი განცხადება, რომ ნავალნისთან CIA-ის აგენტები თანამშრომლობენ.

გარდა ამისა, პესკოვმა განაცხადა, რომ ნავალნიზე თავდასხმის ორგანიზების თაობაზე პუტინის მიმართ ბრალდებები „უსაფუძვლო და დაუშვებელია“. მან ასევე თქვა, რომ ნავალნის სიცოცხლე „სწორედ რუსეთში“ გადაარჩინეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG