Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოვიდ-19-ით გარდაცვალებულთა რაოდენობა 41-მდე გაიზარდა


საქართველოში კოვიდ-19-ით გარდაცვალებულთა რიცხვი კიდევ 1-ით გაიზარდა და 41 შეადგინა. ცვლილება ოფიციალური საიტის STOPCOV.GE-ის სტატისტიკურ მონაცემებში რამდენიმე წუთის წინ აისახა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ბათუმში დაფიქსირდა. დღეს ეს კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მეორე შემთხვევაა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 448 შემთხვევაა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 6640-მდე გაიზარდა.

კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 299 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 3419-მდე გაიზარდა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა მკვეთრად მოიმატა სექტემბრიდან. საგრძნობლად იმატა გარდაცვალებამაც. სექტემბერში აღირიცხა ინფიცირების 4705 შემთხვევა, უმეტესობა აჭარის რეგიონში. სექტემბერში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 20 პაციენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG