Accessibility links

​კორონავირუსით გარდაცვლილი 41-ე პაციენტი 82 წლის მამაკაცია


კოვიდ-19-ით გარდაცვლილი 41-ე პაციენტი 82 წლის მამაკაცია და თანმხლები დაავადება ჰქონდა. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. აღნიშნული ინფორმაციის მიხედვით, პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 29 სექტემბრიდან მკურნალობდა და კოვიდ-19-ის დიაგნოზთან ერთად ჰქონდა სუნთქვის უკმარისობა, ფილტვის შეშუპება და ორმხრივი ტოტალური პნევმონია. მისი თანმხლები დაავადება გულის მწვავე უკმარისობა იყო.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანახმად, კლინიკაში პაციენტის სამკურნალოდ ყველა შესაბამისი ღონისძიება გატარდა, თუმცა დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 448 შემთხვევაა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 6640-მდე გაიზარდა.

კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 299 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 3419-მდე გაიზარდა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა მკვეთრად მოიმატა სექტემბრიდან. საგრძნობლად იმატა გარდაცვალებამაც. სექტემბერში აღირიცხა ინფიცირების 4705 შემთხვევა, უმეტესობა აჭარის რეგიონში. სექტემბერში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 20 პაციენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG