Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ეთნიკურად სომეხმა მოქალაქეებმა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მსვლელობა მოაწყვეს


საქართველოს მე-3 პრეზიდენტისა და ენმ - „ძალა ერთობაშია“-ს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ თბილისში მსვლელობა მოაწყვეს ეთნიკურად სომეხმა მოქალაქეებმა. ისინი სააკაშვილის განცხადების გასაპროტესტებლად თავდაპირველად „მთავარი არხის“ შენობასთან შეიკრიბნენ და შემდეგ საქართველოში სომხეთის საელჩოსთან გადაინაცვლეს.

მანიფესტანტების ერთ-ერთ ტრანსპარანტზე მიხეილ სააკაშვილი წითლად გადახაზული ფოტო იყო გამოსახული.

აქციის მონაწილეებისთვის მიუღებელია ორშაბათს „ფეისბუკზე“ გამოქვეყნებული პოსტი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილმა მხარდაჭერა გამოუხატა აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას:

„ჩემი პოზიცია სრულიად ნათელია. ის ემყარება სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს. მთიანი ყარაბაღი ყოველთვის იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორია და ამას ვერაფერი შეცვლის. ცხადია, ყველას, ვინც რეგიონიდან განდევნეს, უფლება აქვს შინ დაბრუნდეს და იმათ, ვინც უკვე ცხოვრობს იქ, აქვთ მშვიდობიანი ცხოვრების უფლება და მათი უფლებები უნდა დაცულ იქნეს,“ - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა: „ჩვენი ურთიერთობები ისეთი უნდა იყოს, როგორიც ბალტიის ქვეყნებს შორისაა. მხოლოდ გარეშე ძალები არიან დაინტერესებული ჩვენს დაყოფასა და ჩვენს მართვაში და ჩვენ მათ ამის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ!“

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილს ერევნის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება ჩამოართვეს.

მეხუთე დღეა გრძელდება ბრძოლა მთიანი ყარაბაღისთვის. საბრძოლო მოქმედებები, რომელთა განახლებას სომხეთისა და აზერბაიჯანის მხარეები ერთმანეთს აბრალებენ, 27 სექტემბერს დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში ორივე მხარეს დაიღუპა ათობით ადამიანი, მათ შორის სამოქალაქო პირები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG