Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექიმ ვახტანგ ყიფიანს პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს


„თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ ექიმს ვახტანგ ყიფიანს, რომელიც კომაში მყოფი ნათია ცირეკიძის საქმეზეა ბრალდებული, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი (50 000) შეუცვალეს.

ნათია ცირეკიძის ოჯახის ადვოკატის, გაიოზ ჩარკვიანი ამბობს, რომ კლინიკამ საკუთარ თავზე აიღო ცირეკიძის ჯანმრთელობის საკითხის უზრუნველყოფა. მისივე განმარტებით, მათ მოთხოვნაში შედის ასევე სრულყოფილი მკურნალობის ჩატარება და პაციენტის საზღვარგარეთ მკურნალობა.

საქმის პროკურორი დავით გუმბერიძე ამბობს, რომ ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლას მას შემდეგ დათანხმდა, რაც კლინიკამ საკუთარ თავზე გარკვეული ვალდებულებები აიღო.

„ჩვენ წინაშე წარმოდგენილი იქნა დამცველი ადვოკატების მიერ ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი და ასევე უშუალოდ დაზარალებულთან გასაუბრების შემდეგ ჩვენ დავადგინეთ, რომ კლინიკა თავის მხრივ იღებს ვალდებულებას და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სათანადო მკურნალობას გაუწევს პაციენტს, ასევე ის მატერიალური ზიანი, რაც გააჩნდა ოჯახს მთელი ამ 2 წლის განმავლობაში მათი მხრიდან სრულად იქნა ანაზღაურებული. შესაბამისად, საქართველოს პროკურატურა სრულად იზიარებს დაზარალებულის პოზიციას და მხოლოდ ამ მოცემულობით დავეთანხმეთ აღკვეთი ღონისძიების შეცვლას“, - თქვა გუმბერიძემ.

4 აგვისტოს საქართველოს პროკურატურამ თბილისის ცენტრალური კლინიკის დირექტორისა და ექიმის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. უწყება აღნიშნავდა, რომ მათ თაღლითურად გაუკეთეს პაციენტს ოპერაცია და უკანონო საექიმო საქმიანობას ეწეოდნენ. ერთ-ერთი დაკავებული ვახტანგ ყიფიანია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG