Accessibility links

site logo site logo

გორის შესასვლელთან ავარია მოხდა 


გორის შესასვლელთან თხევადი აირით დატვირთულ მანქანას მსუბუქი ავტომობილი უკნიდან დაეჯახა.

ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი მათგანი, ბებია და 4 წლის შვილიშვილი კი მოტეხილობებით ,,გორმედის" კლინიკაში გადაიყვანეს.

კლინიკაში ახლა კატასტროფის ბრიგადას ელოდებიან და ბავშვს თბილისში გადაიყვანენ.

შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის შიდა ქართლის დეპარტამენტის თანამშრომლები და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG