Accessibility links

site logo site logo

ხელვაჩაურში გრძელდება მეწყრის შედეგად დაკარგული ადამიანების ძებნა


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მდინარეში ეძებენ მსუბუქი ავტომანქანის მძღოლს. მეწყერში მოყოლილი ავტომობილი, რომელიც მაშველებმა მდინარიდან რამდენიმე საათის წინ ამოიტანეს, ცარიელი აღმოჩნდა.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ქვედა ჯოჭოში, სადაც მეწყერმა სახლი მოიყოლა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, სახლში ხუთი ადამიანი იმყოფებოდა. გზების დანგრევის გამო გართულებული იყო სტიქიის ზონამდე სპეციალური ტექნიკის მიყვანა.

აჭარის რეგიონის დასახმარებლად სამაშველო ჯგუფები გაიგზავნა იმერეთიდან, სამეგრელოდან და თბილისიდან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ოცამდე მეწყრული კერა გააქტიურდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG