Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენდელაძე: ბატონი თენგიზი არ დატოვებს თანამდებობას, არ უღალატებს ქვეყანას


თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი, მარინა ენდელაძე აცხადებს, რომ კლინიკის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე, არ აპირებს თანამდებობის დატოვებას:

„ჩემთვის არასდროს ყოფილა ცნობილი ეს ინფორმაცია. ბატონი თენგიზი მუდმივად მუშაობს დატვირთულ რეჟიმში, გვაქვს ყოველდღიური კონსილიუმები, თათბირები. ბატონი თენგიზი არ დატოვებს თანამდებობას. ის არ უღალატებს არც ქვეყანას, არც კოვიდინფიცირებულებს. ვფიქრობ, ეს საკითხი აღარ არის განსახილველი“.

თენგიზ ცერცვაძის გადადგომის შესახებ ინფორმაცია პირველმა "მთავარმა არხმა" გაავრცელა. მედიასაშუალების ინფორმაციით, მან განცხადება 30 სექტემბერს დაწერა.

ცერცვაძე 16 მარტიდან ხელმძღვანელობს კლინიკური კონტროლის ჯგუფს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობისთვის განკუთვნილ სამედიცინო დაწესებულებებს უწევდა კოორდინაციას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG