Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსი „შავ სიას“ შეადგენს მას მერე, რაც ევროკავშირი შეთანხმდა არჩევნების და რეპრესიების გამო სანქციების დაწესებაზე  


ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, პრესკონფერენციაზე ბრიუსელში. 2 ოქტომბერი, 2020 წელი.
ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, პრესკონფერენციაზე ბრიუსელში. 2 ოქტომბერი, 2020 წელი.

ბელარუსმა განაცხადა, რომ შეადგენს სიას იმ პირებისა, რომლებსაც აეკრძალებათ ამ ქვეყანაში შესვლა.

ეს მინსკის საპასუხო ნაბიჯია ევროკავშირის გეგმის მიმართ, დაუწესოს სანქციები ბელორუსის ათეულობით ოფიციალურ პირს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების, არჩევნების შემდგომი საპროტესტო გამოსვლების სასტიკად ჩახშობისა და ოპოზიციის რეპრესიებისთვის.

ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2 ოქტომბრის განცხადებაში ევროკავშირი დადანაშაულებულია „დამსჯელი ზომების“, შემოღებაში ბელორუსის წინააღმდეგ იმისთვის, რომ „მან არ შეასრულა ულტიმატური მოთხოვნები, რომლებსაც არ მიიღებდა არცერთი სუვერენული სახელმწიფო, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს“.

განცხადებში ასევე წერია, რომ სია არ გამოქვეყნდება, როგორ ეს მიღებულია „ცივილიზებული დიპლომატიური ნორმებით“.

ბრიუსელში გამართულ რამდენიმე საათიანი მოლაპარაკების შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა მოახერხეს დიპლომატიური ჩიხიდან გამოსვლა, რის მიზეზიც კვიპროსის მთავრობის მოთხოვნები იყო, და 2 ოქტომბერს, დილით, შეთანხმდნენ ბელორუსის ოფიციალური, 40-მდე პირისთვის სანქციების დაწესების გარშემო.

ევროპის კავშირის საბჭოს თამჯდომარემ, შარლ მიშელმა რეპორტიორებს უთხრა, რომ საგანგებო პროცედურა დაიწყება სანქციების განსახორციელებლად, რაც გამოხატული იქნება აქტივების გაყინვასა და მოგზაურობის აკრძალვაში.

ალექსანდრ ლუკაშენკა, რომელმაც ოფიციალური მონაცემებით, გაიმარჯვა აგვისტოს არჩევნებში, არ არის ვროკავშირის სიაში.

როგორც ევროკავშირის დიპლომატებმა განაცხადეს, მას სიაში მოგვიანებით შეიყვანენ.

ევროკავშირმა არ აღიარა კენჭისყრის შედეგები, რამაც ლუკაშენკოს შესაძლებლობა მისცა მეექვსედ გამხდარიყო ყოფილი საბჭო რესპუბლიკის ლიდერი. ბრიუსელმა დაგმო არჩევნების შემდგომი კვირების განმავლობაში მიმდინარე საპროტესო გამოსვლების, ასევე ჟურნალისტების და ოპოზიციის წარმოდგენელების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG