Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაშველებმა იპოვეს მეწყერში მოყოლილი ქალის ცხედარი


ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ჯოჭოში მაშველებმა მეწყერში მოყოლილი ქალის ცხედარი ცოტა ხნის წინ იპოვეს.

ადგილზე გრძელდება სამაშველო სამუშაოები, მაშველები კიდეც ორ ადამიანს ეძებენ.

მანამდე მაშველებმა, 16- საათიანი სამძებრო სამუშაობის შედეგად იპოვეს, ჩამოწოლილი მეწყრის ქვეშ მოყოლილი ავტომობილი, რომელშიც ორი ადამიანის გვამი აღმოჩნდა. ავტომობილი იმ დამეწყრილი სახლის ნანგრევებ ქვეშ იყო მოყოლილი, რომელშიც ოჯახის სამი წევრი იმყოფებოდა. ცოტა ხნის წინ მაშველების მიერ ნაპოვნი ქალის ცხედარი დაკარგულიდან ერთ-ერთია.

მდინარე მეჯინისწყალში ეძებენ ასევე მსუბუქი ავტომანქანის მძღოლს. მაშველებმა მდინარიდან წუხელვე ამოტანეს ავტომობილი, რომელიც ცარიელი აღმოჩნდა.

სამაშველო სამუშაოების ისევ გრძელდება.

გზების დანგრევის გამო წუხელ გართულებული იყო სტიქიის ზონამდე სპეციალური ტექნიკის მიყვანა.

აჭარის რეგიონის დასახმარებლად სამაშველო ჯგუფები გაიგზავნა იმერეთიდან, სამეგრელოდან და თბილისიდან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ორასამდე მეწყრული კერა გააქტიურებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG