Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელვაჩაურში მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს


ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გრძელდება სამაშველო სამუშაოები არასრულწლოვანის მოსაძიებლად.

ამავე ადგილას მაშველებმა ცოტა ხნის წინ ქალის ცხედარიც იპოვეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით სამძებრო სამუშაოებში ჩართულია 200 მაშველი-მეხანძრე. ისინი თითქმის 20 საათია სამძებრო სამუშაოებს ახორციელებენ.

მანამდე მაშველებმა, 16- საათიანი სამძებრო სამუშაობის შედეგად იპოვეს, ჩამოწოლილი მეწყრის ქვეშ მოყოლილი ავტომობილი, რომელშიც ორი ადამიანის გვამი აღმოჩნდა. ავტომობილი იმ დამეწყრილი სახლის ნანგრევებ ქვეშ იყო მოყოლილი, რომელშიც ოჯახის სამი წევრი იმყოფებოდა.

სამაშველო სამუშაოების ისევ გრძელდება.

გზების დანგრევის გამო წუხელ გართულებული იყო სტიქიის ზონამდე სპეციალური ტექნიკის მიყვანა.

აჭარის რეგიონის დასახმარებლად სამაშველო ჯგუფები გაიგზავნა იმერეთიდან, სამეგრელოდან და თბილისიდან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ორასამდე მეწყრული კერა გააქტიურებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG